ბევრი ადამიანი მიყვარს და მერე რა, რომ ამას ხშირად არ/ვერ გამოვხატავ?
მერე რა, რომ ზოგმა არც იცის ამის შესახებ? მერე რა, რომ მეც ვიცი, თუ როგორ ვუყვარვარ ზოგიერთ მათგანს? მერე რა, რომ ზოგის სიყვარულის შესახებ არ ვიცი?
მერე რა, რომ ჩემთვის ზოგჯერ არ უთქვამთ, რომ ვუყვარდი?
ამ ყველაფერს ვგრძნობდი, ინტუიციურად, ემოციურ დონეზე ვიღებდი იმპულსებს... რა მნიშვნელობა აქვს, რა დევს ამ სიყვარულში: მეგობრობა, ვნება, სურვილი თუ სხვა რამ? რაც მთავარია, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიყვარს და რომლებსაც ვუყვარვარ. ზოგი შორს არის, ზოგი ახლოს, ზოგი საერთოდ არ ვიცი, სად არის და რას აკეთებს... მთავარი ისაა, რომ მიუხედავად დრო-სივრცითი პრობლემების, მიყვარს თითოეული მათგანი, მახსოვს და თუ ეს სიყვარული ერთხელ მაინც გაიდგამს ფესვებს ჩვენში, ის სამუდამოდ რჩება, იზრდება და მარადმწვანე ხესავით ხარობს სულ, მუდამჟამს, საუკუნოდ... იგი გვასულდგმულებს და გვაძლევს ძალას, რომ განვაგრძოთ არსებობა, გავიღიმოთ, გავძლიერდეთ, განვვითარდეთ, ერთმანეთს დავეხმაროთ, ერთმანეთის გვესმოდეს და ისევ და ისევ, გვიყვარდეს!

3 მოსაზრება:

иттен hat gesagt…

ასეთი სკინი მქონდა მე ერთდროს : )
ცოტა ვესტერნულ/ტეხასურ/ბილიtheკიდურია, ამიტომ კაია... ეხა გავსვეცკი, თან ამ "ჟევაწელნი ტაბაკმაც" ყვები მატკინა : დ

მეგუნა hat gesagt…

კეთილი იყოს შენი კომენტი ჩემს ბლოგზედ :)

ჰო, ამ სკინს არა უშავს, მაგრამ მელიას ბლოგზე ვნახე მწვანე და ძალიან მომეწონა :(

შენს ბლოგზეც შემოვისეირნე ერთი-ორჯერ, მაგრამ არაფერი დამიწერია.
ახლა შემოვალ :ჯუმპ:

მელია hat gesagt…

ჰო მაგრამ...

ეს ხე სიყვარულით რომ იზრდება
ხანდახან ხმება
ან კიდევ
რავიცი
:მო:

წვიმა აღარ მოდის და ხმება :(


სამწუხაროა მაგრამ ასეც ხდება...

პ/ს
მე არ მომსვლია :|

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

ახლა აქაა

hit counter

Total Pageviews

მთვლელი