ვიცი, რომ არასოდეს ვიქნებით ერთად.
ჰოდა, შევეგუები თანდათან ამ აზრს, სხვა გზა არაა.
სულ საკუთარ თავზე ვფიქრობ, უკვე აღარ შემიძლია.
მინდა, შენზე ვიფიქრო, მაგრამ არ მაქვს ამის უფლება.
იმიტომ, რომ იმიტომ. ეს მხოლოდ მე ვიცი.
დაე, დარჩეს ჩემთან, ჩემს გულში
და იქვე მოკვდეს და დაიმარხოს.
თუმცა, სანამ მოკვდება, დიდხანს იქნება ლოგინს მიჯაჭვული.
ევთანაზიაც შეუძლებელია.
სიყვარულის აბორტი მგონი არანაკლებ მტკივნეულია.
თანაც თვითონ, საკუთარი ხელით უნდა გაიკეთო.
უნდა ამოიგლიჯო სულიდან, გულიდან, ტვინიდან, როგორც სარეველა.
ამ ყველაფერს დიდი ენერგია მიაქვს თან... და
ბოლოს რჩება სიცარიელე, აპათია, ნიჰილიზმი, აბსურდი.

1 მოსაზრება:

მიჩინიო hat gesagt…

..და სინამდვილეში ჭეშმარიტება სიმარტივეშია!

თუმცა, შენი მხრიდან სამართლიანი იკითხო, სინამდვილე რაღააო, რაზეც მე თავს დავხრი და გავჩუმდები. არა იმიტომ, რომ არ ვიცი, უბრალოდ ახსნა არ შემიძლია.

სადღაც წავიკითხე, ბედნიერება მაშინაა რეალური, როცა ვიღაცას უზიარებო. ცოდნაც ასე ყოფილე, ხედავ?

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

ახლა აქაა

hit counter

Total Pageviews

მთვლელი