ბედნიერი ვარ =)


ჩემს ცხოვრებაში ახალი ფურცელი გადაიშალა და შემდეგი თავი დაიწყო. დამთავრდა დეპრესია, აპათია, ნიჰილიზმი და ზოგადად, ნეგატივი.

ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა, მაგრამ ყველაფერი ძალიან მოულოდნელად დაიწყო.
ახალი სამსახური, ახალი გარემო და რაც მთავარია, ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც ძალიან სასიამოვნოა =)
ყველაფერი არაჩვეულებრივადაა და ახლა უკვე თითქმის მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული, რამდენად შევინარჩუნებ და განვავითარებ.

საკუთარი თავის რწმენა განმიმტკიცდა, გავძლიერდი, გავთავისუფლდი, გავლაღდი :)
ახლა დარწმუნებული ვარ, რომ აღარც ჩემს ცხოვრებაში და აღარც ამ ბლოგზე დაისადგურებს ოდესმე რაიმე ნეგატიური და დეპრესიული.

მადლობა ყველაფრისთვის :) ვის? არ ვიცი. უბრალოდ, მადლობა და მორჩა :)
და კიდევ ერთი - დღეის იქით აღარ გავუჩინარდები სამალიოტის მაჩვივით =)

9 მოსაზრება:

Chaotic hat gesagt…

ძალიან სასიამოვნოდ იკითხება პოზიტივი. მითუმეტეს შენს ბლოგზე მოწყენილი პოსტები სულ მიკვირდა....

CheshireCat hat gesagt…

welcome back :)

როგორც ბლოგში, ასევე პოზიტივით სავსე ცხოვრებაში :)

sabaha hat gesagt…

მიხარია ძალიან მეგ
:ჯუმპ: :ჯუმპ:
აღარასოდეს გქონოდეს მოწყენის მიზეზი
:2კისს:

Jenny hat gesagt…

WoOohOHoOoOOoOOoO!!!


am bolo frazaze daigine! :D

Jenny hat gesagt…

marTla ki ar gibiZgeb bilwsityvaobisken :user:

Jenny hat gesagt…

aba sada xar aba aba aba sadaxar? :P

jaco hat gesagt…

თითქმის შეყვარებული ხარ?:)))

მეგუნა hat gesagt…

ყველას მადლობა კომენტარებისთვის :)
თავი ვერ მოვაბი დროულად პასუხის გაცემას :უსერ:



@ჯაკო

თითქმის არა, ბოლომდე ვარ :)))

jaco hat gesagt…

მაშინ გილოცავ!:)

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

ახლა აქაა

hit counter

Total Pageviews

მთვლელი