~~~

ყოველთვის ვერ იტყვი იმას, რაც გინდა.
ყოველთვის ვერ გააკეთებ იმას, რაც გსურს.
ყოველთვის ვერ იქნები იქ, სადაც გულით გინდა ყოფნა.
ყოველთვის ვერ იფიქრებ საკუთარ თავზე.
ყოველთვის ვერ იქნები ბედნიერი.
ყოველთვის ვერ იქნები დამოუკიდებელი.
ყოველთვის ვერ იქნები მარტო.
ყოველთვის ვერ იქნები ახალგაზრდა.
ყოველთვის ვერ იქნები ის, ვინც გინდა რომ იყო.
ყოველთვის ვერ იქნები ყველასთვის საყვარელი.
ყოველთვის ვერ იქნები გულწრფელი.
ყოველთვის ვერ დაინახავ შენსკენ მომართულ ყურადღებას.
ყოველთვის ვერ იქნები პრინციპული.
ყოველთვის ვერ იქნები ერთგული.
ყოველთვის ვერ შეასრულებ საკუთარ სიტყვას.
ყოველთვის ვერ გამოხატავ საკუთარ თავს.
ყოველთვის ვერ იტყვი უარს ცდუნებაზე.
ყოველთვის ვერ დაიკიდებ ყველას და ყველაფერს.
ყოველთვის ვერ ეყვარები იმას, ვისაც ახლა უყვარხარ.
ყოველთვის ვერ იქნები კარგი მეგობარი.
ყოველთვის ვერ გაიღიმებ.
ყოველთვის ვერ გეტკინება.
ყოველთვის ვერ აჯობებ საკუთარ თავს.
ყოველთვის ვერ იქნები ძლიერი.
ყოველთვის ვერ გააკეთებ სწორ არჩევანს.
ყოველთვის ვერ იქნები კმაყოფილი საკუთარი თავით.
ყოველთვის ვერ გექნება რაღაცის გამოსწორების შანსი.
ყოველთვის ვერ მოასწრებ ყველაფერს.
ყოველთვის ვერ იფიქრებ.
ყოველთვის ვერ.................................................

5 მოსაზრება:

Unknown hat gesagt…

მაგრამ ყოველთვის შეგიძლია ოცნება :ბის:

მეგუნა hat gesagt…

ოცნება, რომლითაც მოიპოვებ თავისუფლებას. ოცნება, რომელსაც არ აქვს საზღვრები, სადაც არ არსებობს დრო და მატერია. სადაც ყველანი ვერთიანდებით :ჯუმპ:

აი შენ ჭეშმარიტი მეოცნებე მელია ხარ :ტან:

Unknown hat gesagt…

ისე რა საინტერესოა არა? ოცნება რომ არ შეეძლოს არსებებს რა საშინელება იქნებოდა :( რა პრიმიტიულიც არ უნდა იყოს ოცნებები,ისინი მაინც ოცნებებია :)

ოცნებებში ყველა თანასწორია
ყველა ბედნიერია
და ყველაფერი ისეა როგორც შენ გსურს :|

Dv0rsky hat gesagt…

ყოველთვის ვერ გექნება ის, რაც გინდა...

ეჰ, რა მწარეა და რა მართალია...

:)

მადლობთ ამ ჩამონათვალისთვის, გამომაფხიზლა

მეგუნა hat gesagt…

@მელია - ოცნება ოცნებაა და მის პრიმიტიულობას ალბათ არც აქვს მნიშვნელობა. მთავარია, ილუზიების სამყაროში არ დასახლდეს ადამიანი.
ოქროს შუალედის პრინციპი აქაც მართებულია.

@დვორსკი

სხვათა შორის, მწარე უფრო მძაფრად აღიქმება და მასზე დაყოლებული ტკბილი უფრო გემრიელი გვეჩვენება ხოლმე.
მთავარია, გემოვნებით შეაზავო ყველანაირი არომატი :)

მე კი მეგონა, ისედაც ფხიზლად იყავი :)

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

ახლა აქაა

hit counter

Total Pageviews

მთვლელი