ცას და მიწას შორის...

არაფერი მეტყობა, მაგრამ ცუდად ვარ. სხვა ვერაფერს შემატყობს. ისედაც არასოდეს მიყვარდა სხვების ჩემი პრობლემებით შეწუხება და ახლაც ზედმეტად მიმაჩნია.
მეგობრებმა კი იციან მიზეზი, მაგრამ მათაც თითქმის არ ველაპარაკები ამ თემაზე. საკუთარი თავის შველა ჩემით გადავწყვიტე. ძნელია.
ასე მგონია, რომ სადღაც ჰაერში ვარ გამოკიდებული, ცას და მიწას შორის. იქნებ მე ვარ უმადური და ვერ ვკმაყოფილდები იმით, რაც მაქვს? მყავს მშვენიერი ოჯახი, კარგი მეგობრები, ნორმალური სამსახური, მაგრამ ის, ვინც ყველაზე მეტად მჭირდება, არაა ჩემს გვერდით. მიზეზი გაუგებარია. წვრილმანის გამო დავშორდით. ვფიქრობ, უბრალოდ საბაბი იყო. ერთადერთხელ ვილაპარაკეთ ამ თემაზე. მაინც ვერაფერი გავიგე და ახლა აღარც ვეკითხები. ალბათ არ უნდა და მორჩა. ძალით კიდევ არასოდეს არაფერი გამოდის და მეთვითონ არ მენდომება. ყოველთვის იმას ვცდილობ, ვიყო თავისუფალი და ის ადამიანიც თავისუფლად გრძნობდეს თავს, ვინც მომწონს ან მიყვარს. ძალიან გულწრფელი ვარ ხოლმე. თითქოს ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ურთიერთობა კარგად განვითარდეს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ინგრევა. ჯერაც არ დამიკარგავს სიყვარულის უნარი, ჯერაც შემიძლია, გავუმკლავდე გულისტკენას და ტკივილს, მაგრამ დავიღალე, გამოვიფიტე... ზოგჯერ ასე მგონია, შინაგანად დავბერდი-მეთქი. იმედიც მეწურება თანდათანობით. იმის რწმენა მეკარგება, რომ ოდესმე მეც მეღირსება შედარებით ხანგრძლივი და უღრუბლო ბედნიერება.
რომ იცოდე, რაც ჩემს გულში ხდება, ნეტა როგორ მოიქცეოდი? ფეხებზე გეკიდებოდა თუ სიბრალულის გრძნობა გაგიჩნდებოდა? იქნებ სინანულისაც? არ ვიცი. ახლა ჩვენს ურთიერთობას ”მეგობრობა” ჰქვია. ამ ერთი თვის მანძილზე ერთხელაც არ მოგნატრებია ჩემი კოცნა? ძალიან ხშირად ვხვდებით ერთმანეთს და ნუთუ არცერთხელ არ მოგდომებია, ჩამხუტებოდი? რამდენჯერმე ხელი ჩამკიდე, ერთი-ორჯერ ხელი გადამხვიე, მაგრამ სულ ეს იყო.
მენატრები. გიყურებ, გესაუბრები, ჩემს გვერდითაც ზიხარ, მაგრამ მაინც მენატრები. ძალიან მენატრები!!!!!!!!

7 მოსაზრება:

indievidi hat gesagt…

იციიი...მეც უკვე დიდი ხანია მივხვდი რომ რაც არ უნდა ბედნიერი იყო, თუ ის "ერთი" არ არის შენს გვერდით, მაინც ყველა ვარიანტში დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გაქვს...და მე ამიტომაც ვერ ვმეგობრობ ვისაც ვშორდები, იმასთან, თავიდან გარკვეული პერიოდი მაინც იმიტომ, რომ როცა ვხედავ რომ მეგობრულად მიყურებს, უფრო მტკივა კიდევ და უფრო ვიტანჯები...მაგრამ შენ ძლიერი ხარ და მჯერა გადალახავ! :)

მეგუნა hat gesagt…

მართალი ხარ, ნუცა. დღეს დავფიქრდი, იქნებ ეს მეგობრობაც არ ღირს-მეთქი. იქნებ ამის გამო უფრო მეტად ვიტანჯები... არ ვიცი. არადა, მისი დაკარგვაც არ მინდა. იმანაც მითხრა, შენი დაკარგვა არ მინდაო. მოკლედ, სასოწარკვეთაში ვარ :(
მადლობა, რომ მამახნევებ! მეც მჯერა, რომ ჩვენს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული ;) :user: :D

♥ Mary ♥ hat gesagt…

ჩემი სულელკა გოგო :)

ჰომ იცი მეგ,
რომ ვჰვდები რასაც გრძნობ და განიცდი??

მაგრამ არასდროს არ გელაპარაკები ამ თემაზე,
არ მინდა უფრო დაგგრუზო და კიდევ უფრო ბევრი გაფიქრო ჰოლმე..

რავიცი..

ჰომ იცი როგორ მიყვარჰარ
და შენთვის ყველაფერი საუკეთესო მინდა..

ამიტომ არც ვცდილობ ჩავერიო.. -
შენ ისეთი ჭკვიანი და ძLიერი ჰარ
დარწმუნებული ვარ ჩვენზე უკეთ იცი რა გინდა
და რა გამოგივა..

მე კიდევ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ყველაფერი კარგად გექნება,
ამ პერიოდსაც გადალაჰავ და ისეთI ადამიანიც გეყოლება გვერდით,
ვინც მართლა გიმსაჰურებს..
მოგიფრთჰილდება და გაგიგებს..


ასეთI კარგი რომ ჰარ,
საკუთარი თავის ფასიც კარგად უნდა იცოდე... :]

თაკა hat gesagt…

"ჩვენს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული.."
:user:
mova aba sad cava
:MO:

sabaha hat gesagt…

მართალია აზრზე არ ვარ რა გრძნობაზე საუბრობ, ეს ისეთივე უცხოა ჩემთვის როგორც აი რას შევადარო, ფიზიკაში, ქიმიაში, ასტრონომიაში, გეომორფოლოგიასა და გეოლოგიაში უფრო ვერკვევი, ვიდრე სიყვარულში , არც იმის თქმა შემიძლია რა სჯობს გააგრძელო ადამიანთან მეგობრობა, რომელიც გიყვარს, თუ უბრალოდ დაივიცწყო, გააგრძელო მისი სიყვარული თუ ეცადო სხვა შეიყვარო, მაგრამ ერთს რასაც გეტყვი, ალბათ ცოტა ახლოს იქნება სიმართლესთან , თუ ადამიანი არ /ვერ ხედავს მის წინ დადებულ უგემრიელეს ტორტს , ის ამ ტორტს ე.ი. არ იმსახურებს, ან ეს ტორტი მისთვის სულაც არ გამომცხვარა, იქნებ ის სულაც არ არის , ვისკენაც შენი სითბო უნდა მიმართო, ამ მხრიდან შეხედე :)
შენ ისეთი ხარ , აი ძლიერი, ამის გადალახვასაც შეძლებ და მეტიც შეძლებ ბედნიერი იყო და ის შეიყვარო, ვინ ამას იმსახურებს და ვინც ამას დაინახავს :)
გაიღიმე :))
ძალიან მიყვარხარ მეგ :2კისს:

მეგუნა hat gesagt…

გოგონებო, ყველას დიდი მადლობა გამხნევესბითვის და ჩემი განცდების გაზიარებისათვის! ჩემთვის მართლა ბევრს ნიშნავს თქვენი მხარდაჭერა. ყოველთვის შეგიძლიათ, ჩემი იმედი გქონდეთ :) ყველანი ძალიან კარგები ხართ და მიყვარხართ!


მარ, უბრალოდ ამას გეტყვი: მიხარია, ჩემი მეგობარი რომ ხარ! :)

ლალე, შენთან უკვე მოსულა ;)
:ჯუმპ:

ნინო, იქნებ შენ გგონია, რომ არ გამოგიცდია? :) ხანდახან ვერ ვაცნობიერებთ ხოლმე, რა გვემართება.
რა ვიცი, შეიძლება სისულესეს გეუბნები, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რაღაცას მაინც იგრძნობდი ვინმეს მიმართ. უბრალოდ განვითარება არ ჰპოვა ამ ემოციებმა. არა უშავს, საჩქარო ხომ არაფერია? მჯერა, აუცილებლად შეგიყვარდება და შეუყვარდები ;) და ძალიან ბედნიერები იქნებით!

შენს ნათქვამს მეც ვეთანხმები, თუმცა განვავრცობ: ტორტის ვერდანახვის შემთხვევაში ოთხი ძირითადი ვარიანტია:
1. ეს ადამიანი ვერ ხედავს ტორტს, იმიტომ, რომ მაძღარია.
2. ხედავს ტორტს, მაგრამ ფეხებზე იკიდებს.
3. საკუთარი თავი იმდენად უყვარს, რომ ეს ტორტი საერთოდ არ შეუმჩნევია.
4. ხედავს ტორტს, მაგრამ თვლის, რომ არ იმსახურებს და უარს ამბობს.
კიდევ უამრავი ვარიანტი არსებობს, მაგრამ ძირითადები ესენია ალბათ.
ჰოდა, არ ვიცი ჯერ, რას ვიზამ. იმედი მაქვს, მეგობრობას მაინც შევძლებ. ჯერ-ჯერობით მაინც მოვლენების განვითარებას ველოდები.

ნინ, ძალიან დამეხმარა შენი სიტყვები და ძალა შემმატა. მადლობა, რომ ასეთი კარგი ხარ! მეც ძალიან მიყვარხარ! :)))

მიჩინიო hat gesagt…

ღმერთო ჩემო, რამხელა ტანჯვა და ტკივილია!

მეგი, შენ არ გინდა, რომ ჩაეხუტო და აკოცო? თუ კი - მაშინ მიდი, იმოქმედე! რა აზრი აქვს ტირილსა და თვითგვემას?! როდესმე მათდადებითი შედეგი მოუტანიათ?.. თუ კი, მე მომიტევეთ..

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

ახლა აქაა

hit counter

Total Pageviews

მთვლელი