high & dry

სანამ მიგდებული მქონდა აქაურობა, ბევრი რამ მოხდა.
პირველ რიგში, ის, რომ შეყვარებულს დავშორდი.
აზრი არა აქვს ამ თემაზე ლაპარაკს, უკვე ჩავლილი თემაა.
26 მაისს ჩემს მეგობარს ქორწილი ჰქონდა და ძალიან კარგი იყო.
არაჩვეულებრივი ადამიანია და მიხარია, რომ ბედნიერია.
ჩემი სხვა მეგობარი 3 თვის ფეხმძიმეა. ჩემი მეგობრის ცოლი სექტემბერში მეორე ბავშვს აჩენს.
მოკლედ, გარშემო ძირითადად სულ კარგი ამბებია და შესაბამისად, მეც პოზიტიური განწყობა მაქვს.
წესით უახლოეს ხანებში მუშაობა უნდა დავიწყო და ესეც მმატებს სტიმულს.
კიდევ 1 სიახლეა, რომელზეც ჯერ ძალიან ვიწრო წრეში ვსაუბრობ და ამჯერად არ გავამხელ :P
ვრწმუნდები, რომ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. რაც არ უნდა ცუდი რაღაცეები ხდებოდეს ჩემთან და სხვებთან,
მაინც იმედიანად ვარ ხოლმე, სულით არ ვეცემი. ბოლო თვენახევარში ისეთი დღეებიც მქონდა, როცა მთელი დღე სახლში გამიტარებია, კომპთან ვიჯექი და მერე დილას დაძინებული საღამოს ვიღვიძებდი... რამდენჯერმე დეპრესიის შეტევაც მქონდა და არაფერი მინდოდა ლოგინში გდების გარდა, მაგრამ ამ სიტუაციიდანაც გამოვძვერი.
ჰო, პოსტის სათაურს რაც შეეხება, ზუსტად ისეთ მომენანქოლიურო-მოსენტიმენტალურო განწყობაზე ვარ, Radiohead-ის ამ სიმღერაში რომ იგრძნობა.

11 მოსაზრება:

Dea Chill hat gesagt…

shemogevle meg,sul ase optimiszmit savse yopiliyavi,miyvarxar :*

Jenny hat gesagt…

two jumps in a week I bet you thinks that's pretty clever don' you boy :tan:




:2kiss:

kvelaferi kargad iqneba iasnia :))

Summer hat gesagt…

ძალიან მაგარი ხარ :* ეგრე გააგრძელე :) მეც ყოველთვის ვცდილობ ყველაფერს ოპტიმისტურად მივუდგე :)

Anonym hat gesagt…

ჰმმ, რა ვთქვა არ ვიცი პირველ რიგში ცუდია რცა რამე ცუდი ხდება,მაგრამ კარგია რომ ოპტიმისტი ხარ და აგრძლებე ხალისით ყველაფერს,
changes are for better --ძალიან მიყვარს ეს გამოთქმა და სულ ამართლებს!

პ.ს. high & dry ეს სიმღერა დიდი ხნის წინ შემიყვარდა,კარგი სიმღერაა, იმდენად სევდიანად ვერ აღვიქვამ იმიტომრომ კარგ რამეს მაგონებს

ჰოდა მოკლედ ბევრ მზიან და ხალისიან დღეს გისურევებ :*

tiko hat gesagt…

megg, gisurveb, optimizmi arasodes gamqraliyos shenshi :* kai gogo xar

MaRiaM hat gesagt…

dzalian kargia meg optimisturi gancyoba :) da minda rom sul aset gancyobaze iyo :*

Kate hat gesagt…

კარგია, რომ ოპტიმისტი ხარ. ეგრეც უნდა იყო.

Anonym hat gesagt…

ravic, me realizmi mirchevnia optimizms :D tumc, tu gexmareba cxovrebashi , jobs optimisti iyo :D

ნათია როყვა hat gesagt…

ძალიან კარგი ხარ, მგონი იმიტომ რომ გულწრფელი ხარ:)

წარმატებებს გისურვებ:)

Apachi hat gesagt…

დეპრესია სასჰინლად მახინჯი რამეა
მაგის მომგონის დედაც...

GioChiWinX hat gesagt…

აქამდე თქვენს ბლოგზე არც ვყოფილვარ <3

ძალიან მომეწონა <3

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

ახლა აქაა

hit counter

Total Pageviews

მთვლელი