მელანქოლია და ნიჰილიზმი


რატომ ხდება ისე, რომ ყოველთვის, როდესაც ვინმე მიყვარდება და ეიფორიაში ვარ, ძალიან მალე ფრთებს მაკვეცავენ?! ბიჭების უმრავლესობას აბოდებს ინტრიგან, წაკლა გოგონებზე, რომლებიც მუდმივად სტარტზე ამყოფებენ… არავის სჭირდება გულწრფელობა, პირდაპირობა, ბავშვურობა. ვიცი, რომ ვწუწუნებ. მეგობრები ზოგჯერ კაიფობენ ჩემზე, იმდენი შეყვარებული გყავდაო. ასე ძნელია იმის გაგება, რომ შეიძლება დამიანს უბრალოდ კატასტროფულად არ უმართლებდეს ურთიერთობებში??? ფიქრობთ, რომ პრობლემა ჩემშია? ბევრი ვეძებე, მაგრამ ვერ ვიპოვე. იმ ადამიანების უმრავლესობა, ვისაც ვხვდებოდი, თვითონვე ჩადიოდნენ შეცდომებს, რომლებიც ჩვენს ურთიერთობას ეგრევე ანადგურებდნენ. სისტემატიურად ასე ხდებოდა…დავიღალე… შიგნით, გულის სიღრმეში, ძალიან მტკივა… წესით დროსთან ერთად ყველანაირი გრძნობა/შეგრძნება ქრება ხოლმე, მაგრამ ამ იარებმა პირი ვეღარაფრით შეკრეს… ეს მდგომარეობა როდემდე გაგრძელდება? ძალიან ხშირად ვიკეტები ხოლმე საკუთარ თავში. ბოლო თვეებში ხშირად ხდება ასე. მანამდე თითქოს უფრო ხალისიანი და სიცოცხლისმოყვარე ვიყავი, უფრო ადვილად ვახერხებდი რაღაც-რაღაცეების გადახარშვას და ტრანსფორმირებას. თითქოს დროსთან და სხვადასხვა ურთიერთობების გამოცდილებებთან ერთად ეს უნარი დამიჩლუნგდა. ნიჰილიზმის ნიშნებს ვატყობ საკუთარ თავს და არ მინდა, ეს სიმპტომები თანდათან სრულფასოვან სიცარიელედ ჩამოყალიბდეს!ყოველთვის ვამხნევებდი ყველას და ახლა საკუთარი თავი ვერ გამიმხნევებია ისე, როგორც საჭიროა. სტიმულია საჭირო, რომელიც არ არსებობს. ვიცი, რომ საკუთარ თავს ახლა მხოლოდ მეთვითონ თუ ვუშველი, რადგან ასეთ კონდიციაში სხვისი გამოწვდილი ხელი უშედეგო იქნება. ხომ შემიძლია, დავძლიო ეს მაჯლაჯუნა, რომელიც სულში მიზის? კი, მაგრამ ამისთვის მეტი მონდომებაა საჭირო. ახლა ჭეშმარიტი ეგოისტი ვარ, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე დარდობს და გარშემო ვერაფერს და ვერავის ამჩნევს. არ მინდა, ასე ვიყო. იმიტომ, რომ არსით ალტრუისტი ვარ. ბევრი ვიბოდიალე, მაგრამ ეს უნდა მეთქვა. ახლა უკეთესად ვგრძნობ თავს.მაინც მოვახერხებ გვირაბის ბოლოს სინათლის დანახვას და მერე მას გავყვები, რათა საკუთარი თავის რწმენა დავიბრუნო და გავხდე ისევ ის, ვინც ვიყავი.

5 მოსაზრება:

Anonym hat gesagt…

ეჰ! როგორ მესმის შენი :)

მე მაგალითად არასოდეს მყოლია შეყვარებული :)

ვის მიმართაც გრძნობა გამიჩნდა ეგრევე ჩავკალი ჩემში. რატომღაც მეშინოდა რომ გულს მატკენდნენ. ერთხელ განვიცადე ეგ და აღარ მინდოდა მას მერე. თანაც მეც იმას ვეძებდი გოგონებში რაც შენში არ მოსწონთ. შეიძლება ბევრი იყო მასეთი თვისებების მატარებელი, იმათ შორის ვინც შემხვედრია, მაგრამ მათი პიროვნების ამოცნობამდე საქმე არ მიმიყვანია, ჩანასახშივე ვკლავდი ყველანაირ გრძონაბს, ანუ სიმპატიას (რაც არის ალბათ ჩანასახი). აი ეს საკითხია ერთად ერთი რამ ჩემს ცხოვრებაში რომელშიც თვით დაჯერებულობა მაკლია :) დანარჩენში ყველაფერში გამაქვს ჩემი, ეს კი ჩემი სუსტი წერტილია :)
და ერთად ერთი ოცნება რაც მაქვს ახლა ამ წამს ისაა რომ ვინმე მიყვარდეს და მის მიმართ გრძნობების გამოხატვის არ მეშინოდეს.
დაგება ალბათ ეს დროც, მაგრამ ალბათ წლების მერე :)
შენ კი გისურვებ ჩემზე მალე გეპოვნოს ის პიროვნება ვისაც იმსახურებ.

მეგუნა hat gesagt…

madloba, rom gesmis!
ar unda chagekla. momavalshi ecade, rom agar geshinodes imisi, rac ar momxdara. sinamdvileshi yvelaferi chvens xelshia, ubralod xshirad ver vxvdebit, rogor unda movepyrot mas.

თანაც მეც იმას ვეძებდი გოგონებში რაც შენში არ მოსწონთ
am winadadebashi ver gaverkvie.
anu shenc gulwrfelobas, bavshvurobas da mistanebs ezebdi?

susti wertilebi imistvis arsebobs, rom gvagrznobinos, sxva aspeqtebshi ramdenad zlierebi vart :yes:
ase rom, meore mxridan shexede xolme da ganwyoba aucileblad shegecvleba dadebitisken!
sastikad tvitdajerebuli adamianebi shenc xom ici, rom egoistebi xdebian. ase rom, bednieri iyavi, rom aris aspeqti, romelshic bolomde ara xar darwmunebuli.

ratom unda elodo wlebis gasvlas, roca shegizlia, rom axlave daiwyo bednierebisatvis brzola an ubralod misi zieba ganvitarebuli movlenebisa da shedegebis yovelgvari shishis gareshe?

vin ufro male vipovit, magasac ara aqvs mnishvneloba :) manamde, sanam es moxdeba, megobrebs, ojaxis wevrebs da garshemomyofebs davaxarjot chveni siyvarulis unari da pozitiuri energia! :)

Anonym hat gesagt…

თანაც მეც იმას ვეძებდი გოგონებში რაც შენში არ მოსწონთ
am winadadebashi ver gaverkvie.
anu shenc gulwrfelobas, bavshvurobas da mistanebs ezebdi?

:yes:


danarchenshi principshi getanxmebi :)

მეგუნა hat gesagt…

:)
yvelafer kargs gisurveb!

ecade, xangrzlivad sheinarchuno pozitiuri ganwyoba ;)

droebit!

მიჩინიო hat gesagt…

ნება მიბოძეთ ერთი პატარა კომენტარი გავაკეთო.. ერთადერXელ შევხვედრივართ, კიარადა, რაღაც ივენთზე ვიმყოფებოდით უბრალოდ ერთდროულად..

შორიდან გაკვირდებოდი, ისე.. საზოგადოებიც ცენტრში იყავი, მაგრამ მაინც თითქოს უკმაყოფილო, მეტი ყურადღება გინდოდა.. ემოციებს მალავდი, თითქოს ზემოდანაც უყურებდი ხალხს. შეიძლება მას მერე რამე კი შეიცვალა, მაგრამ 4 წლის წინ გულწრფელობა, ბავშვურობა და პირდაპირობა იმ კონკრეტულ დღეს ძააალიან შორს იყო შენგან, სასტიკად შორს.

არ ვიცი ეს რა კავშირშია შენს მელანქოლია-ნიჰილიზმთან, მაგრამ ეგება გვერდიდან დანახული მეგის სახემ რამე ისეთი გითხრას, რაც ძალიან დაგეხმარება და გამოგადგება :)

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

ახლა აქაა

hit counter

Total Pageviews

მთვლელი