სანუკვარ ოცნებათაგან ერთ-ერთი :)

თინეიჯერობის პერიოდიდან მოყოლებული, სულ მინდა, ვიმოგზაურო.
ნაწილობრივ გამომივიდა. 1 წელი გერმანიაში ვცხოვრობდი და იქ ყოფნის მანძილზე

ქვეყნის შიგნითაც ბევრი ვიხეტიალე და ევროპის 6 ქვეყანაშიც ვიყავი.
თუმცა ეს მაინც დაგეგმილი ტურები იყო, მე კი სპონტანურობა მირჩევნია.
ზოგჯერ, როცა ცუდ ხასიათზე ვიყავი და არავის დანახვა არ მინდოდა, წარმოვიდგენდი, რომ ჩემი მანქანა მყავდა. ჰოდა, ამ მანქანაში ვალაგებდი ბარგი-ბარხანას და წავიდოდი სამოგზაუროდ. სრულიად მარტო. ფულიც საჭირო კომპონენტი იყო, რაღა თქმა უნდა.
ახლაც წამომივლის ხოლმე ხეტიალის სურვილი, მაგრამ არაფერს ვაკეთებ მისთვის

ხორცის შესასხმელად. ყოფითი პრობლემები აქაც უაზროდ გამოეჩხირება ხოლმე:
ხელფასის არასაკმარისი ოდენობა, დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი, სხვადასხვა რისკები და რაც მთავარია, 1 ან რამდენიმე ჩემი ჭკუის ადამიანი.
და მაინც, მჯერა, რომ ოდესმე და იმედია, არა ღრმა სიბერეში, ამ ყველაფერს რეალობად ვაქცევ. შეგიძლიათ, შემომიერთდეთ :) როგორც კი ხელფასი გამეზრდება საიმისოდ, რომ ცოტ-ცოტა გადავდო, ფულის შეგროვებას დავიწყებ.


პ.ს. ამდენ რაღაცას ვგეგმავ და ის ანდაზა გამახსენდა: კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. მაინც იმედი მაქვს, ღმერთი ამ შემთხვევაში მაინც დარჩება მოწოდების სიმაღლეზე და სერიოზულ გამომეტყველებას მედგრად შეინარჩუნებს :D

4 მოსაზრება:

sabaha hat gesagt…

ფული თუ მექნება სიამოვნებით შემოგიერთდებოდი მეგ :ჰაგ:

მეგუნა hat gesagt…

ძალიან კარგი იქნებოდა :)
როცა ქვეყანაში საბოლოოდ ჩაწყნარდება სიტუაცია, საქართველოს მასშტაბით მაინც შეგვიძლია ვიმოგზაუროთ ხოლმე :)
მგონი არაა ცუდი იდეა. ყველა კუთხე-კუნჭული მოვიაროთ თანდათანობით, შაბათ-კვირებზე.

მიჩინიო hat gesagt…

ცოტა ხნის წინ ერთ კარგ ადამიანს შევხვდი, დიდი ხნის უნახავს. გენიალური ტიპია, მუდმივადბედნიერთაგან ერთ-ერთი.. ხოდა, მკითხა როგორ ხარო? მეთქი - შესანიშნავად და ფანტასტიურად! იმ ოქრო-კაცმა კიდე, შენ ისე ხარ, ეტყობა ფული არა გაქვსო, თორე, კარგად ვერ იქნებოდიო.. მერე დააკვირდი თუნდაც ჩემი თინეიჯერობის დროინდელ ოცნებებს და აღმოვაჩინე, რო მართლა თუ მოვინდომებ, ყველას ავიხდენ საერთოდ ფულის გარეშე.. ყველას! და ეს შენთვისაც ასე და დედამიწის ნებისმიერი მკვიდრისთვისაც..

Anonym hat gesagt…

au mec eg ertaderti ocneba makvs da zustad mag formit. chemi mankanit vimogzauro sxvadasxva qveynebshi, da yvela kveyanashi saintereso tavgadasavali gadamxdes :(

da samcuxarod mec igive problemebi makvs, rac xels mishlis..
tumcaga vitoveb imeds ro rodesme mec avisruleb am ocnebas :)
ikneb sadme shevxvdet kidec gzad :D

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

ახლა აქაა

hit counter

Total Pageviews

მთვლელი