აგვისტოს მოვლენები და ჩემი განწყობა


ბოლო ერთი თვის მოვლენებმა ძალიან გადამღალა. გარშემო საშინელი დაძაბულობა იყო. ხალხი სრულ ისტერიაში და სასოწარკვეთაში ჩავარდა. მერე რაღაც კონცერტებით და ტაშ-ფანდურით თვალებში ნაცარი მოგვაყარეს, დაგვაჯერეს, რომ მთელი მსოფლიო ჩვენს გვერდით დგას და არავის მისცემს ჩვენი დაჩაგვრის უფლებას. მეზიზღება პოლიტიკა და ყველა ის ბინძური ინტრიგა, რაც მას ახლავს. მეზიზღება ყველანაირი ომი! მეზიზღება პოლიტიკოსები, რომლებიც მაღალფარდოვანი სიტყვებით ხალხის გაბრუებას ცდილობენ და სინამდვილეში საკუთარ ტყავზე და ტრაკზე ზრუნავენ. მეზიზღება ის მდგომარეობა, რომელშიც საქართველო ჩავარდა. მეზიზღება ის ფსევდოპატრიოტიზმი და მილიტარისტული სულისკვეთება, რომლის გამოც ამდენი ადამიანი დაიღუპა და სამწუხაროდ კიდევ დაიღუპება.
მინდა, ვიცხოვრო საქართველოში და არ მაიძულონ სხვაგან გაქცევა. მინდა, თავი ადამიანად ვიგრძნო და ვიცოდე, რომ დაცული ვარ და ჩემი აზრი რაღაცას წარმოადგენს. ჯერ-ჯერობით ძალიან პესიმისტურად ვუყურებ ჩვენს მომავალს. თითქოს არ არსებობს საყრდენი და აქ, უპირველეს ყოვლისა, მორალურ-ფასეულობით საყრდენს ვგულისხმობ.

2 მოსაზრება:

fe_male hat gesagt…

ასეთ ვითარებაში ორი გამოსავალი არსებობს: 1. უბრალოდ უნდა შეეგუო ამ ყველაფერს, შენც გახდე ფსევდოპატრიოტი, უნდა გიხაროდეს რაღაც , ოღონდ რა ჯერ ჩემამდე არ დადის.. თქვა რომ სხვა გამოსავალი არ იყო, და არც არასოდეს იქნება.. დაივიწყო პაციფისტური გამოვლინებები.......))
2. იცხოვრო შენ საქართველოში, სადაც არც ომია, არც სისხლისღვრა, უბრალოდ შენ ამ ყველაფერის მიღმა ხარ.. შენი სამყარო გაქვს სადაც სითბო, სიკეთე და სიყვარულია.....))))

მიჩინიო hat gesagt…

მე მეორე გამოსავლის საქსესfულ იქსპირიენსერი ვარ :) ოჩენ რეკამენდუიუ!

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

ახლა აქაა

hit counter

Total Pageviews

მთვლელი