სინანული

უკმაყოფილო ვარ იმ ცხოვრებით, რაც ახლა მაქვს. ვნანობ იმას, რომ ბევრი შესაძლებლობა არ გამოვიყენე. საკუთარ თავს არ შევეწინააღმდეგე მაშინ, როცა არასწორად ვიქცეოდი. ვერ დავძლიე სიზარმაცე, რომელიც ყველაფერში ხელს მიშლიდა. არადა, სკოლაში ბეჯითი მოსწავლე ვიყავი. მაშინ ყველას ეგონა, რომ მუდმივად ასეთად დავრჩებოდი. ინსტიტუტში გავზარმაცდი. პირველ და მეორე კურსზე კიდევ არა მიშავდა, მაგრამ მერე ავუშვი. უბრალოდ ფეხებზე დავიკიდე სწავლა. ეს მარტო ჩემი ბრალი არ ყოფილა. ძალიან მოუწესრიგებელი სასწავლო პროცესი გვქონდა, ფაქტიურად ექსპერიმენტები ტარდებოდა ჩვენს ჯგუფზე. ისეთი სალექციო კურსები იკითხებოდა, რომელიც არასოდეს წაუკითხავთ ჩვენამდე და ზოგი მას მერეც აღარავისთვის წაუკითხავთ :D მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, უამრავი სხვა ფაქტორი არსებობდა, რომელმაც სწავლის სურვილი დამიქვეითა და თითქმის ჩამიკლა კიდეც. ერთი რამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა: უმაღლესი განათლების სისტემა საქართველოში ძალიან სუსტია და თითქმის ყველანაირ ენთუზიაზმს კლავს სწავლას მოწყურებულ ახალგაზრდებში :D
ამ თემაზე საუბარს მოვრჩები. ჰოდა, ბევრ რამეს ვნანობ-მეთქი. არ მინდა, უშედეგო იყოს ეს სინანული. მთელი ჩემი ნებისყოფა უნდა მოვიკრიბო და ამ სამ საკითხს თავი უნდა მოვაბა: ინგლისურის და ფოტოგრაფიის კურსებზე მივიდე, მანქანის ტარება ვისწავლო. პროგრამა მინიმუმი შეგდენილია. მისი შესრულების შემთხვევაში შემდეგი ინსტრუქციებიც მექნება.

2 მოსაზრება:

Jenny hat gesagt…

ხო მართალი ხარ, ნიჰილიზმი გიპყრობს უმაღლესში რო აბარებ აქ :(

წარმატებები!!! ვ მამენტ სახალისო გეგმა–მინიმუმი გაქ სამივე :D

მიჩინიო hat gesagt…

ჩინელი მოაზროვნეები ამბობდნენ, რომ სისულელეა წარსულზე სინანული, რადგან მას მაინც ვერ შეცვლი და კიდევ უფრო მეტი სისულელეა სინანული მომავალზე, რადგან ის ჯერ კიდევ არ მომხდარა და ყველაფერი შეგიძლია შეცვალო..

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

ახლა აქაა

hit counter

Total Pageviews

მთვლელი