ბედნიერება
ბედნიერი თუ არ ხარ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრებამ აზრი დაკარგა.
პირიქით, ეს იმის მიზეზია, რომ ბედნიერების ძიება დაიწყო. ბოლოს და ბოლოს, ამით არ იწყება და არ მთავრდება სამყარო. ისიც ბედნიერებაა, ახალი დღე რომ გათენდება და ხვდები, რომ შენი არსებობა 1 დღით გახანგრძლივდა. ისიც ბედნიერებაა, რომ არაფერი გტკივა და დამოუკიდებლად ახერხებ გადაადგილებას. ისიც ბედნიერებაა, რომ გაქვს მხედველობა და შეგიძლია, დაინახო ყველაფერი, კარგიც და ცუდიც. ისიც ბედნიერებაა, რომ გაქვს სმენა და შეგიძლია, ისმენდე საყვარელ მუსიკას, ადამიანების ხმებს, გამთენიისას ჩიტების ჟღურტულს, ზღვის ხმაურს... ისიც ბედნიერებაა, რომ გაქვს მეტყველების უნარი და მეტ-ნაკლებად ახერხებ სხვებისთვის იმის გაზიარებას, რაც გაწუხებს ან გიხარია. ისიც ბედნიერებაა, რომ ერთი ქრომოსომა არ დაგაკლდა და მეტ-ნაკლებად სრულფასოვნად აზროვნებ.
ისიც ბედნიერებაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შენს ქვეყანაში საშინელება დატრიალდა, მაინც გაქვს იმედი, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ისიც ბედნიერებაა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უყვარხარ და შენზე ზრუნავენ. ბედნიერებაა, როცა ვიღაცას სჭირდები და ვიღაცა გჭირდება. კიდევ უამრავი რამის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ ესეც საკმარისია. ახლა, როცა ამ ნაწერს ვუყურებ, ვხვდები, რომ ძალიან ბედნიერი ვყოფილვარ :)
04:38:00 | | 9 Comments
Stormy Weather
ძალიან მსიამოვნებს დღევანდელი ამინდი. ცოტა ხანში სახლში მივდივარ და დასველებას ვერ ავცდები :) წეღან ვფიქრობდი, რომ ბოტები მჭირდება. ბავშვობის მერე აღარ მქონია. არადა, ასეთ ამინდში ზედგამოჭრილია. ჰოდა, გადავწყვიტე, აუცილებლად შევიძინო.
მიყვარს წვიმა :)
ის დღე მახსენდება, ჩვენ რომ ვსეირნობდით და გაგვიწვიმდა.
სკოლის ეზოში შევედით, სადაც ხის მორები ეწყო. იქ დავსხედით და კალთაში გეჯექი. ერთმანეთს ვკოცნიდით და თან გვაწვიმდა... ძალიან კარგად ვგრძნობდით თავს ორივე.
ვერ ვგრძნობდით ვერც სისველეს, ვერც სიგრილეს. მხოლოდ ერთმანეთი გვახსოვდა.
მინდა ისევ ისე იყოს ყველაფერი... ძალიან მინდა.
17:46:00 | | 8 Comments
Better now
მიუხედავად გუშინდელი განწყობისა, ახლა ბევრად უკეთესად ვარ.
ამაში ბევრი ადმიანის წვლილია. როგორც კი ცხვირი ჩამოვუშვი, იმდენი
გამამხნევებელი სიტყვა და ქცევა წამოვიდა ჩემი მისამართით, რომ მომენტალურად გამომიყვანა მდგომარეობიდან. მინდა, ყველას მადლობა გითხრათ!
ასეთ მომენტებში თანადგომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ეს არის სტიმული, გავაგრძელო ცხოვრება და თავი მაღლა ავწიო.
ვეცდები, ყოველთვის გვერდში ამოგიდგეთ, ჭირშიც და ლხინშიც :)
13:52:00 | | 3 Comments
ცას და მიწას შორის...
არაფერი მეტყობა, მაგრამ ცუდად ვარ. სხვა ვერაფერს შემატყობს. ისედაც არასოდეს მიყვარდა სხვების ჩემი პრობლემებით შეწუხება და ახლაც ზედმეტად მიმაჩნია.
მეგობრებმა კი იციან მიზეზი, მაგრამ მათაც თითქმის არ ველაპარაკები ამ თემაზე. საკუთარი თავის შველა ჩემით გადავწყვიტე. ძნელია.
ასე მგონია, რომ სადღაც ჰაერში ვარ გამოკიდებული, ცას და მიწას შორის. იქნებ მე ვარ უმადური და ვერ ვკმაყოფილდები იმით, რაც მაქვს? მყავს მშვენიერი ოჯახი, კარგი მეგობრები, ნორმალური სამსახური, მაგრამ ის, ვინც ყველაზე მეტად მჭირდება, არაა ჩემს გვერდით. მიზეზი გაუგებარია. წვრილმანის გამო დავშორდით. ვფიქრობ, უბრალოდ საბაბი იყო. ერთადერთხელ ვილაპარაკეთ ამ თემაზე. მაინც ვერაფერი გავიგე და ახლა აღარც ვეკითხები. ალბათ არ უნდა და მორჩა. ძალით კიდევ არასოდეს არაფერი გამოდის და მეთვითონ არ მენდომება. ყოველთვის იმას ვცდილობ, ვიყო თავისუფალი და ის ადამიანიც თავისუფლად გრძნობდეს თავს, ვინც მომწონს ან მიყვარს. ძალიან გულწრფელი ვარ ხოლმე. თითქოს ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ურთიერთობა კარგად განვითარდეს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ინგრევა. ჯერაც არ დამიკარგავს სიყვარულის უნარი, ჯერაც შემიძლია, გავუმკლავდე გულისტკენას და ტკივილს, მაგრამ დავიღალე, გამოვიფიტე... ზოგჯერ ასე მგონია, შინაგანად დავბერდი-მეთქი. იმედიც მეწურება თანდათანობით. იმის რწმენა მეკარგება, რომ ოდესმე მეც მეღირსება შედარებით ხანგრძლივი და უღრუბლო ბედნიერება.
რომ იცოდე, რაც ჩემს გულში ხდება, ნეტა როგორ მოიქცეოდი? ფეხებზე გეკიდებოდა თუ სიბრალულის გრძნობა გაგიჩნდებოდა? იქნებ სინანულისაც? არ ვიცი. ახლა ჩვენს ურთიერთობას ”მეგობრობა” ჰქვია. ამ ერთი თვის მანძილზე ერთხელაც არ მოგნატრებია ჩემი კოცნა? ძალიან ხშირად ვხვდებით ერთმანეთს და ნუთუ არცერთხელ არ მოგდომებია, ჩამხუტებოდი? რამდენჯერმე ხელი ჩამკიდე, ერთი-ორჯერ ხელი გადამხვიე, მაგრამ სულ ეს იყო.
მენატრები. გიყურებ, გესაუბრები, ჩემს გვერდითაც ზიხარ, მაგრამ მაინც მენატრები. ძალიან მენატრები!!!!!!!!
15:02:00 | | 7 Comments
- 2008 წელი
- ასოციაციები
- აჩემებული სიმღერა
- ბათუმი
- ბულვარი
- განსაკუთრებულად ბედნიერი მომენტები
- გეგმები
- დროის ფლანგვა
- თავისუფლება
- თინეიჯერობა
- იდილია
- ლექსები
- მარადისობა
- მარტოობა
- მედიტაციები
- მელანქოლია
- მოგზაურობა
- მოგონებები
- მუსიკა
- ნიჰილიზმი
- ოცნებები
- პოლიტიკა
- რუტინა
- სიყვარული
- ტკივილი
- უსაქმურობა
- ფრაგმენტი ძველი დღიურიდან
- ყველაზე ძვირფასი
- შენ
- ჩანახატი
- ჩემი პოეზია
- ჩემი ფოტოები
- წვიმა
- წუწუნი
- ლურჯთმიანი ჯენი
- ბათო-ბათოს სარაია
- candy says
- siaxlove
- ნოემბრის წვიმა
- იაპონია
- Dissolved Girl
- მერაბინიოს ფიქრები
- fooolish
- ბურუსი
- Godess
- არმური
- თიო
- მშვენიერი საქართველო
- ჰიაცინტის პლანტაცია
- Audrey - Hohomoralis
- She's so sweet
- გვირილების მდელო
- Casper <3
- Dea - Chill_Out
- ქეთის სამყარო
- მელაკუდა
- სკაუზერა
- ნინას მეხამრიდი
- დომჰალიზაცია
- ჭია-მარია
- ოცნებების სასაფლაო
- ჰუმანოიდი
- პერწკლის ბუნბუნლანდია
- ნატოშკა
- ჯაკო
- ინდივიდი
- ქეთ-ქეთა
- მისი სამყარო
- ხვიარას პოეზია
- ნინიკოშკა
- ყველაფერი ფოტოგრაფიაზე
- Chaotic
- კიკიტო
- დვორსკის დღიური
- ოთოს ბლოგი
- ფიქრო
- მარგუშას განცდები
- ყვავის ბუდე
- ტოტოკასტერი
- პიკოლინა
- დეკუცი
- მწვანე ჭიამაია
- ბეთჰოვენას ქაოსი
- Girlz Rule
- რკინის პეპელა
- აპაჩის ფოტობლოგი
- Cruel Intentions
- მორე
- ჩორვენი
- აბდაუბდა by კუდა
- დოდის ბლოგი
- მე მივდიოდი ერთი...
- დედამიწა ჩვენი სახლია!
- ჩვენ ვქმნით!