ბედნიერება

ბედნიერი თუ არ ხარ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრებამ აზრი დაკარგა.
პირიქით, ეს იმის მიზეზია, რომ ბედნიერების ძიება დაიწყო. ბოლოს და ბოლოს, ამით არ იწყება და არ მთავრდება სამყარო. ისიც ბედნიერებაა, ახალი დღე რომ გათენდება და ხვდები, რომ შენი არსებობა 1 დღით გახანგრძლივდა. ისიც ბედნიერებაა, რომ არაფერი გტკივა და დამოუკიდებლად ახერხებ გადაადგილებას. ისიც ბედნიერებაა, რომ გაქვს მხედველობა და შეგიძლია, დაინახო ყველაფერი, კარგიც და ცუდიც. ისიც ბედნიერებაა, რომ გაქვს სმენა და შეგიძლია, ისმენდე საყვარელ მუსიკას, ადამიანების ხმებს, გამთენიისას ჩიტების ჟღურტულს, ზღვის ხმაურს... ისიც ბედნიერებაა, რომ გაქვს მეტყველების უნარი და მეტ-ნაკლებად ახერხებ სხვებისთვის იმის გაზიარებას, რაც გაწუხებს ან გიხარია. ისიც ბედნიერებაა, რომ ერთი ქრომოსომა არ დაგაკლდა და მეტ-ნაკლებად სრულფასოვნად აზროვნებ.
ისიც ბედნიერებაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შენს ქვეყანაში საშინელება დატრიალდა, მაინც გაქვს იმედი, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ისიც ბედნიერებაა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უყვარხარ და შენზე ზრუნავენ. ბედნიერებაა, როცა ვიღაცას სჭირდები და ვიღაცა გჭირდება. კიდევ უამრავი რამის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ ესეც საკმარისია. ახლა, როცა ამ ნაწერს ვუყურებ, ვხვდები, რომ ძალიან ბედნიერი ვყოფილვარ :)

9 მოსაზრება:

პერწკლი hat gesagt…

რავიცი
ვერ დაგეთანხმებოდი...

თაკა hat gesagt…

ახლა, როცა ამ ნაწერს ვუყურებ, ვხვდები, რომ ძალიან ბედნიერი ვყოფილვარ :)<<- mixaria rom bednieri xar :**
dzalian did bednierebas imsaxureb shen ..
ai ze didi bednierebas :**

მიჩინიო hat gesagt…

ჩვენ ყველანი სამოთხეში ვცხოვრობთ.. მაგრამ ყოველთვის არ გვახსოვს. სამაგიეროთ თუ ვიხსენებთ, ისე მარად ვიხსენებთ, რო რავიცი! :)

რა თქმა უნდა ბედნიერი ხარ!!! მეტსაც გეტყვი - შენ ყოველთვის ბედნიერი ხარ, უბრალოდ ზოგჯერ სხვადასხვა ნეგატიური აზრები და გრძნობები ფარავს ჩეშმარით ემოციებს. მაგ დროს სრულიად მარტივად, ჰოპ და იძრობ ტანსაცმელივით ყველა მაგ უარყოფით გრნობას და რჩები შიშველი ბედნიერება!

Das Leben ist wunderbar! ;)

Anonym hat gesagt…

:)

Kate hat gesagt…

გეთანხმები მამენტ...
თუმცა ძნელად...



აი რაც შეეხება ბოლო აბზაცს, მიჭირს დათანხმება.

jaco hat gesagt…

აიი მეც ვფიქრობდი ეგეთ რაღაცეებზე ეგეთი ფრაზებით რამდენიმე წლის წინ...
ახლაც გეთანხმები. შენ თვითონ უნდა გახადო თავი ბედნიერი.

Anonym hat gesagt…

თავის მოტყუების და ძალით გაბედნიერების კარგი საშუალებაა. მაგრამ მე ეგ დიდი ხანია აღარ მშველის

bacaco hat gesagt…

shexde: sxva shenze ubeduria,mashin sheigrdznob bednierebas :)


martooden ubedurt ician ra aris bedniereba :*

Anonym hat gesagt…

dgiuris dakrguli megi daarqvi barem am blogs SHEKAIADAMIANO :d eri itxovs axal postebs :punk:

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

ახლა აქაა

hit counter

Total Pageviews

მთვლელი