აპათია



1 თვეზე მეტია, აღარაფერი დამიწერია აქ. ზოგისთვის ეს ძალიან დიდი დროა, მაგრამ ჩემთვის ძირითადად უღიმღამოდ ჩაიარა. იყო რამდენიმე ნათელი დღე, მაგრამ ისინი არ იყო საკმარისი განწყობის შესაქმნელად.
სამსახურში ერთფეროვნებაა. ახალი წლის მერეც თუ ასე იქნა, წამოვალ იქიდან და უფრო საინტერესო სამუშაოს ვიპოვი. თითქოს ფოტოგრაფიის კურსებზეც მინდოდა მისვლა, მაგრამ რაღაცნაირად მეზარება, ფეხს ვითრევ. არადა, დარწმუნებული ვარ, ძალიან გამახალისებდა და ჩემს შემოქმედებით მხარესაც ნაწილობრივ მაინც განვახორციელებდი.
ახლა ვზივარ აქ და გეწუწუნებით, როცა შემიძლია, ყველაფერი ისე იყოს, როგორც მინდა.
რა მიშლის ამაში ხელს? რა და სტიმულის უქონლობა. დიდი ხანია, ეს მდგომარეობა მიგრძელდება. აი, ისევ ვწუწუნებ. მორჩა, აქ ვწყვეტ, ძალიან მომაბეზრებელია სხვისი წუწუნის კითხვა.
ის, ვისშიც ნამდვილად მიმართლებს, მეგობრებია. მათ გარეშე საერთოდ არ ექნებოდა რამეს აზრი. იმის ცოდნა, რომ ვიღაცას ვუყვარვარ, ვადარდებ და ყველაფრის თანაზიარია, შვებას მგვრის. რაც უნდა ცუდად ვიყო, მეგობრობაზე მაინც არასოდეს აისახება ეს.

ზამთარი მიახლოვდება და როგორც ჩანს, ამ ზამთრის გადაგორება მარტოდმარტო მომიწევს. არაუშავს, ჩემს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული :)


8 მოსაზრება:

♥ Mary ♥ hat gesagt…

'ზამთარი მიახლოვდება და როგორც ჩანს, ამ ზამთრის გადაგორება მარტოდმარტო მომიწევს.'

me aq var,
shentan
:2kiss:

თაკა hat gesagt…

ჩემს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული :)
ai am frazaze etvebi mchirs :bis:
chemtan mgoni gzashia ukve :bis:
xoda shentaac gamoushveb :2kiss:

ana hat gesagt…

შენ არ ინერვიულო და ყველაფერი იმაზე უფრო კარგად იქნება, ვიდრე წარმოგიდგენია

:*

kurtizanka hat gesagt…

:**
შენ ისეთი ანგელოზი ხარ, გაზაფხული კი არა ძალიან დიდი და ლამაზი ზაფხული მოვა : )))))))))

ცუცა hat gesagt…

და რად გინდა გაზაფხული?

ზამთარი ჯობია :)

და თუ გაინტერესებს რატოო შემეხმიანე და აგიხსნი დაწვრილებით :))))

დისერტაცია მაქვს მაგ თემაზე დაცული ...

Dea Chill hat gesagt…

mova meg gazafxuli aba sad cava:):*

Anonym hat gesagt…

ცუდია როცა ვარსკვლავებს ეპოტინები და ფეხქვეშ ის მიწა გეცლება რომელსაც უყვარხარ...

არმომწონს მე დეპრესიული მეგუნა :no:

მინდა კიდე ვნახო ისეთი პოზიტიური პოსტი , რომელზეც კომენტს გავაკეთებ: დადებითი ადამიანი ხარ მეგ :)

Anonym hat gesagt…

http://2kija.wordpress.com/2008/11/23/%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%aa-%e1%83%94/

personaluri blogebis kritika :happy:

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

ახლა აქაა

hit counter

Total Pageviews

მთვლელი