I'm alive!

არ გავმქრალვარ, უბრალოდ არ დამიწერია. იმიტომ, არა, რომ არ მეწერინებოდა. არც იმიტომ, რომ მეზარებოდა. არც იმიტომ, რომ დრო ვერ გამოვნახე. არც იმიტომ, რომ ცვლილებები არ ყოფილა. პირიქით, ბევრი რამ შეიცვალა. ძირითადად პოზიტიური მოვლენები იყო. პრინციპში აქტიური დღეები მქონდა. ვმუშაობდი, მეგობრებს ვნახულობდი, რაღაც საქმეებზე დავრბოდი... ამ პერიოდში სიღნაღშიც გავისეირნე, კახურ ქორწილშიც მოვხვდი და სტრიპტიზ-ბარსაც ვეწვიე :D თანაც ეს ყველაფერი სხვათა შორის ერთი და იგივე დღეს მოხდა. კიდევ იყო ბევრი სასიამოვნო საღამო მარისთან, ნუცასთან, თაკასთან, ქეთისთან, დეასთან, ნუცისთან და სხვებთან ერთად. ახლა ყველაფრის ჩამოთვლას აზრიც არ ექნება. უახლესი ამბებით გავაგრძელებ. სამშაბათს პრაღაში მივფრინავ დედასთან და ძმასთან ერთად :) იქიდან გერმანიაშიც ვაპირებთ ჩასვლას. ერთი კვირით სრულიად ვწყდები აქაურობას! იმ დღეს ჩემს ერთ მეგობარს ველაპარაკებოდი სკაიპში და მაშინ პირველად მოხვდა ჩემს ბლოგზე. იმას რომ არ ეთქვა, ვერც ვხვდებოდი იმას, რომ ჩემი ოცნება მოგზაურობაზე ასე სწრაფად ასრულდა :) ცხვირწინ მქონდა ეს ყველაფერი და ვერ ვაცნობიერებდი. ალბათ სხვა რამეებშიც ასეა. ბევრი რამ, რასაც ვნატრობ, უკვე მაქვს, მაგრამ ხშირად ვერ ვხედავ. იქნებ უფრო ფართოდ უნდა გავახილო თვალები? ჰო, ნამდვილად ასეა. ერთი, რაც ყველაზე მეტად მიხარია, მეგობრებია და საერთოდ, ურთიერთობები. შეუფასებელია!


7 მოსაზრება:

fe_male hat gesagt…

მეგი არ ვიცოდი ძმა თუ გყავდა... რამდენი წლისაა???....))))

Chaotic hat gesagt…

მიუნხენში თუ მოხვდი, აუცილებლად შემეხმიანე ან ბლოგზე, ან ფორუმზე PMით.
გნახავდი :)

მეგუნა hat gesagt…

Mar, chemi zma 23-saa :)
Pur-puri ise mesiamovna, rom 2-jer kidev viyavi :)
ar ginda, shabats an kviras kidev movawyot chais sagamo?


Chaotic, aucileblas shegexmianebi :)
Munchenshi 4 dge viqnebi :)
madloba, rom shemomtavaze :)

fe_male hat gesagt…

დიდი სიამოვნებით მეგ.. მე არც ისე ახლოს ვარ ბავშვებთან ვისაც შეძლებ გადაეცი და მოვაწყოთ კიდევ ერთი ჩაის საღამო......)))) :2kiss:
პ.ს. ჩვენსავით ყოფილხართ, ჩემი ძმაც ერთი წლითაა ჩემზე უმცროსი.....))))

Kate hat gesagt…

კიდევ კარგი, რომ გახსოვს ბლოგის არსებობა...

Kate hat gesagt…

:ბოლი: <<< ამის მიწერა დამავიწყდა...

Dea Chill hat gesagt…

xo ucnauria magram yvela ocneba gvixdeba martla,ubralod ramdenime xnis shemdeg da imxela emociebs vegar gamovxatavt:)

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

ახლა აქაა

hit counter

Total Pageviews

მთვლელი