კიდევ ერთი ცვლილება

20 დეკემბრიდან მე და ჩემი ძმა მარტო ვიცხოვრებთ. დედაჩემმა ცალკე გადასვლა გადაწყვიტა. გამოდის, რომ დამოუკიდებელ ცხოვრებას ვიწყებთ და ახლა მეტი პასუხისმგებლობა დაგვეკისრება. უფრო მეტად მიხარია, ვიდრე მწყინს. ყოველთვის მინდოდა მარტო ცხოვრება და ახლა ფაქტიურად ასეც იქნება. ჩემი დღის განრიგი ისედაც ჩემზე იყო დამოკიდებული და ახლა უკვე მეშინია, რომ გვიან დაძინებას ვეღარ ავცდები. ამისთვის საჭიროა სწორად დავგეგმო მთელი დღე. ერთი რამ, რაც დიდი პლიუსია, ისაა, რომ როცა და რამდენი ხნითაც მინდა, იმდენი ხნით მოვიყვან მეგობრებს :) დაბადების დღესაც სავარაუდოდ სახლში გადავიხდი. ფაქტიურად ყველაფერზე მე მომიწევს ზრუნვა, მაგრამ სახლის დალაგებაზე ერთი ქალი გვეხმარებოდა და ალბათ კვირაში ერთხელ მოვიყვანთ-ხოლმე. ყველანაირი სიახლისთვის მზად ვარ და რატომღაც მიხარია :)

12 მოსაზრება:

fe_male hat gesagt…

უცნაურია მაგრამ მარტო ცხოვრება ჩემთვის კბილის პასტასთან ასოცირდება... :) მარტო ცხოვრება პირველად მაშინ შევიგრძენი როცა ერთ დილას კბილის პასტა გამითავდა... :) იცი როგორი რაღაცაა, სახლში ყოველთვის ვყიდულობდი რაღაცას მიუხედავად იმისა რომ მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი, მაგრამ აი კბილის პასტა არასდროს მიყიდია....))))

nick_el_son hat gesagt…

ძაან მაგარია!:)))

MaRiaM hat gesagt…

Zalian magaria Meg :) mec minda :(

Kate hat gesagt…

მართლა კარგია..
მეც რამდენი ხანია, მინდა მარტო ცხოვრება.
ეგაა ცხოვრების სიტკბო, როცა ყველაფერს შენით აკეთებ... თან მუშაობ და მატერიალურად არ ხარ მშობლებზე დამოკიდებული.

მეც გამიხარდა შენი მარტო ცხოვრება, რადგან ვივლი ხოლმე შენთან ხშირად...

Kate hat gesagt…

სხვათაშორის, კბილის პასტაზე გამახსენდა...
დედაჩემმა წამომაძახა გუშინ, მარტო რომ იცხოვრო, კბილის პასტის ყიდვას მოახერხებო?!
თითქოს, ყველა სხვა პრობლემა ადვილად მოგვარდება.

♥ Mary ♥ hat gesagt…

გოგო უმაგრესია !!
აი ძან ძან :jump:
მეც მოვალ მოგეხმარები ხოლმე
დალაგებაში და რაღაცეებში :user:
გუშIნ რომ ვერ გნახე
ძან მეწყინა,
მაგრამ ისე ვიყავი ბოლოს გაცოფებული
ლოდინით და გაყინვით ვეღარ მოვიცადე,
ნახევარი საათი ტყუილად ვიდექი გარეთ და :/

იმედია კარგად მოივლი
და ბედნიერი ჩამოხვალ :love:
უკვე მენატრები :/

თაკა hat gesagt…

4tve vicxovre narto..
xoda xandaxn chembze ro vbrazdebi isev mindeba..
magram imdeni gautvaliscinebeli rame gamoxta mashin rom sanam magalanazgaurebadi xelfasi ar meqneba araferze fiqrs ar vickeb

Anonym hat gesagt…

დაახლოებით 14 წლიდან მარტო ვცოვრობ (1-2 კვირიანი განოაკლისების გარდა). ახლაც მე და მარი მარტოები ვართ... სხვანაირი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, ამიტომაც ვერ ვრჩები ალბათ მარისებთათ... :)

Chaotic hat gesagt…

მმმმ, რა კარგია...


მაილზე მოგწერ ჩემს ნომერს. შენ თუ გაქვს ტელეფონი, მომწერე.

გნახავ აუცილებლად

Dea Chill hat gesagt…

kargia meg zalian,tumca arc ise iolia rogorc erti shexedvit chans,sanam marto davicyebdi cxovrebes,titkos mashinac me vaketebdi yvelafers, magam mere agmochnda rom saxlshi 10-jer meti sakmea mosagvarebeli.tumca kargia sabolood.adre tu gvian mainc gvicevs sruli kontroli chvens cxovrebaze.camatebebi.

Anonym hat gesagt…

mec minda marto cxovreba :(

Anonym hat gesagt…

marazma
tqva imisi ar iyos magalanazgaurebadi samuSaos gareshe vdriadli e smovaxerxo
magram shen ukve moaxerxe da yochaR

tavs auculeblad gaartmev araferi gagichirdeba,ara nu cota sheidzleb agagichirdes magram sirtuleebis agdalaxva xo iseti azartuli ramaa!

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

ახლა აქაა

hit counter

Total Pageviews

მთვლელი