დღის რეჟიმს და ცხოვრების წესს ვიცვლი!


ბოლო ხანებში ძირითადად სულ დეპრესიაში ვიყავი და ვფიქრობ, დროა, ყველაფერი შეიცვალოს. იმისთვის, რომ ბედნიერი ვიყო, სულაც არაა საჭირო გარედან მომავალი მიზეზები. თუნდაც იმის გააზრება, რომ ვცოცხლობ, ვსუნთქავ და უამრავი შესაძლებლობაა გადაშლილი ჩემს წინ, მაძლევს სტიმულს, რაღაცეები შევცვალო უკეთესობისაკენ. თუნდაც დღის რეჟიმი, რომელიც ახლა საშინლად მოუწესრიგებელი მაქვს და ღამის რეჟიმი უფრო გამოდის. ფაქტიურად დილა აღარ არსებობს ჩემთვის, რადგან თითქმის სულ შუადღეზე ვიღვიძებ... ღამე 4 საათზე ადრე არ ვწვები... კოშმარია, მარაზმია და საშინელებაა, რასაც საკუთარ ჯანმრთელობას ვუკეთებ. ხვალიდან ამ ყველაფერს ბოლო უნდა მოეღოს, თორემ არაფერი გამოვა. ყველა გეგმა წყალში ჩამეყრება. იქითა კვირიდან მუშაობას ვიწყებ და ესეც კიდევ ერთი მიზეზი საიმისოდ, რომ ცხოვრების წესი შევიცვალო. საკმარისია, თუნდაც წვრილმანი შეცვალო, რომ მერე ყველაფერი გარდაიქმნას!

6 მოსაზრება:

Anonym hat gesagt…

ბედნიერება არასდროს არ არის დამოკიდებული გარე ფაქტორებზე.

მეგუნა hat gesagt…

მარი, სიამოვნებით ვეწვევი შენს ბლოგს :)

დოდ, მართალი ხარ. უბრალოდ ხანდახან დგება მომენტი, როდესაც სასოწარკვეთაშია ადამიანი და აღარ იცი, რა გზას მიმართოს ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ამ დროს გარე ფაქტორებიც საკმაოდ მნიშვნელოვანი ხდება.

Sweet hat gesagt…

შენ კაცო დღის რეჟჳმი შეიცვალე და ბლოგის წერას დაანებე თავი? :)))

მეგუნა hat gesagt…

davbrundi :)

dgis rejimi nawilobriv shevcvale da male mtlianad gardaiqmneba :)

Jenny hat gesagt…

ha aba TiTqmis 1 Tve gavida, rogor midis saqmeebi? :)

მეგუნა hat gesagt…

kargad midis :) rejimi nawilobriv gamovaswore. tanac mushaoba daviwye da amanac stimuli momca :)

imaze vbrazob, rom blogze agar vwer :( zarmaci var. axla vapireb ragacis daweras.

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

ახლა აქაა

hit counter

Total Pageviews

მთვლელი