ანესთეზია


ყველაფერი, რაც გვამახსოვრდება, ან ტკივილთანაა კავშირში ან - ბედნიერებასთან.
ბედნიერების წილი ყოველთვის ნაკლებია ტკივილთან შეფარდებაში.
ანუ გამოდის, რომ ძირითადად გვტკივა.
ჰოდა, ერთი სასარგებლო რჩევა - თან ატარეთ გამაყუჩებელი
და ერთი შპრიცი, რომ დროულად ჩაიტაროთ ადგილობრივი ანესთეზია.
ამ ნაწერის კითხვისას ბუნებრივად გიჩნდებათ კითხვა, ხომ არ გავგიჟდი.
არა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ :)

ამბივალენტურად ვარ. ურთიერთსაპირისპირო შეგრძნებები ერთდროულად მეუფლება.
ეს მდგომარეობა გარდამავალი პერიოდის მახასიათებელია.

ახლა უკვე მართლა წავალ და დავიძინებ. წეღან მივდიოდი, მაგრამ უცებ წერის სურვილმა წამომიარა.
დროებით...

4 მოსაზრება:

Anonym hat gesagt…

შპრიცები ისე მეზიზღება, რომ მირჩევნია ისევ ტკივილისგან მოვკვდე..
+
ვეღარსად ვპოულობ გამაყუჩებლებს

:უსერ:

მეგუნა hat gesagt…

ნემსის გაკეთება ვიცი და დაგეხმარები :უსერ:

ჰო, გამაყუჩებლების ეგ სახეობა დეფიციტურია და თანაც ინდივიდუალური...

Anonym hat gesagt…

:D ნემსის დანახვაზე გაქცევა მინდება ხოლმე..

ხო, მე დამიმთვარდა ეგ გამაყუჩებელი.. ველოდები როდის ჩამომიტანენ 2 კვირაში :მო:

მიჩინიო hat gesagt…

თუ დავუშვებ, რომ ეს სამყარო იდეალურია და ყველა მოვლენა და ობიექტი მასში პოზიტიურია, შესაბამისაც ტკივილიც კარგი რამეა და მისი გაყუჩება არაა სწორი.

მაგრამ, მეორეს მხრივ რადგანაც ტკივილის გაყუჩებაც ამ სამყაროს ნაწილია, გამოდის რომ ეგეც კარგია.. ესე იგი, მივდივართ ურთიერთ-გამომრიცხავ ფაქტებამდე, რაც ჩემი და სხვა მსოფლიოს დიდი მოაზროვნეების აზრით ჭეშმარიტებასთან სიახლოვის ნიშანია.

შენც ახლოს ყოფილხარ ჭეშმარიტებასთან ;)

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

ახლა აქაა

hit counter

Total Pageviews

მთვლელი